ნანა კუნელაური

ასოცირებული პროფესორი; მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მიკროორგანიზმების გენომიკსის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

ნანა კუნელაური

ასოცირებული პროფესორი; მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მიკროორგანიზმების გენომიკსის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

n.kunelauri@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2009 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "მხედველობითი იმპრინტინგი წიწილებში - მიტოქონდრიული ცილები და α-ამინო3-ჰიდროქსი-5-მეთილ-4-იზოქსაზოლ პროპიონის მჟავას ტიპის გლუტამატის რეცეპტორები" და მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008-2013 წლებში მუშაობდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ნეირობიოქიმიის მიმართულებით. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2018 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. 2014 წელს მოიპოვა პრეზიდენტის სტიპენდია. 2017 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერის გრანტების კონკურსში. 2017 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა საპატიო სიგელით. 2014-2018 წლებში იყო სამეცნიერო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი. მისი კვლევითი საქმიანობა უკავშირდება შემდეგ თემატიკას: ქართული შინაური ცხოველების დომესტიკაციისა და მიგრაციის საკითხების შესწავლა, საქართველოში გავრცელებული Halyomorpha halys ჰაპლოტიპების იდენტიფიცირება და საქართველოს ენდემური ხორბლების სრული ქლოროპლასტური დნმ-ის ფილოგენეზი. აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში და ხელმძღვანელობას უწევს სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების და სენიორ და ჯუნიორ პროექტების დაცვის პროცესს. არის არაერთ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი. 2023 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განათლება

2013 - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2009 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ბუნებისმეტყელება I (B)
ბუნებისმეტყელება I (B)
ზოგადი ბიოლოგია (B)
ჯუნიორ პროექტი (B)
სენიორ პროექტი (B)
ბიოლოგიის ლაბორატორიული პრაქტიკა (B)

პუბლიკაციები

Kunelauri, N., Shanava, T., Tephnadze, N., Gogniashvili, M. (2022). Re-Identifying Halyomorpha halys (Stal) (Hemiptera: Pentatomidae) Haplotype Spread in Georgia by Mitochondrial DNA Sequences after Three Years of Initial Identification. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 16, no. 3

Kunelauri, N., Gogniashvili,  M., Tabidze, V., Basiladze, G., Cardinali, I., Lancioni, H., Beridze, T. (2022). The first complete mitogenomes and phylogeny of Georgian Mountain Cattle. Mitochondrial DNA, Part B., Aug 24;7(8):1531-1533. doi: 10.1080/23802359.2022.2110531

Gogniashvili, M., Kunelauri, N., Shanava, T., Tephnadze, N., Beridze, T. (2021). Complete Nucleotide Sequence of the Mitochondrial DNA of Halyomorpha halys (Stal) (Hemiptera: Pentatomidae) Specimens Collected Across Georgia. Advances in Entomology, 9, 113-121.

Kunelauri, N., Gogniashvili, M., Tabidze, V., Basiladze, G., Beridze, T. (2019). Georgian cattle, sheep, goats: are they of Near-Eastern origins? MITOCHONDRIAL DNA PART B. 

Kunelauri, N., Baramidze, V., Mikeladze, E., Shubladze, E., Koridze, K., Kharabadze, N., Burjanadze, M. (2019). Genotype diversity and pathogenicity of Beauveria spp. Isolates from different ecoregions of Georgia Annals of Agrarian Science, Vol. 17, No 1, pg. 90-101

Tabidze, V., Pipia, I., Gogniashvili, M., Kunelauri, N. and Beridze, T. (2019). Whole-genome sequencing and gene annotation of Georgian grape cultivars. Acta Hortic. 1248, 287-294
DOI: 10.17660/ActaHortic.2019.1248.41

Tabidze, V., Pipia, I., Gogniashvili, M., Kunelauri, N., Ujmajuridze, L., Pirtskhalava, M., Vishnepolsky, B., Fields, C.J., Hernandez, A.G., Beridze, T. (2017). Whole genome comparative analysis of four Georgian grape cultivars. Molecular Genetics and Genomic, 292(6):1377-1389.

Pipia, I., Kunelauri, N., Gogniashvili, M., Kotaria, N., Kotorashvili, A., Lacombe, T., Tabidze, V. (2017). Complete plastid genomes of South Caucasian, European and Mediterranean Basin Wild Grapevines. Acta Horticult., DOI 10.17660/ActaHortic.2017.1188.47

Tabidze, V., Pipia, I., Gogniashvili, M., Kunelauri, N. (2017). Molecular evolutionary studies of grape based on next generation plastid and mitochondrial genomics. Acta Horticult., DOI